მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“
შეიქმნა ახალი მოძრაობა.
„სოციალური დემოკრატიისთვის“ – ასე ჰქვია გაერთიანებას, რომელიც პირველ არხთან მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა ნაწილსაც აერთიანებს. მოძრაობაში არიან პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენლებიც. ახალი ერთობის მიზნად დემოკრატიაზე და უკეთეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სისტემაზე საუბარი სახელდება. პრიორიტეტულ თემებად ცხადდება შრომის უსაფრთხოება, ღირსეული შრომითი პირობები, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და თანასწორობა. საპროგრამო დოკუმენტის პრეზენტაცია უახლოეს თვეებში იგეგმება.
აქვს თუ არა მოძრაობას პოლიტიკური გეგმები, – კესო ქაფიანიძე გაეცნო ახლად შექმნილი გაერთიანების მანიფესტს