„კოლხეთმა“ შეკრებაზე ოდესის „ჩორნომორეცი“ დაამარცხა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ ანტალიაში ოდესის „ჩორნომორეცთან“ ამხანაგური მატჩი გამართა და 4:3 დაამარცხა.
ფოთელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი აბუაშვილის და ზურაბიანის გოლებით 2:1 მოიგეს. ოდესელებმა მეორე ნახევარში ვითარება გამოასწორეს და 3:2 დაწინაურდნენ, მაგრამ კრასოვსკის და ჩიხრაძის გოლებით „კოლხეთმა“ მაინც მოიგო.
ანტალია. ამხანაგური მატჩი
„კოლხეთი 1913 – ჩორნომორეცი 4:3
„კოლხეთი 1913“: კოტლიაროვი, ზურაბიანი, ხარშილაძე, გიუნაშვილი, ახალაძე, მოისწრაფიშვილი, ჯიჯავაძე, აბუაშვილი, ფაჩულია, ხარებავა, ავალიანი.
მეორე ნახევრის შემადგენლობა: ზნოვენკო, ფაღავა, გრიგალავა, ერაძე, შეყილაძე, ანდღულაძე (ჩიქოვანი 80), ინაიშვილი, წიკვაშვილი, ხელაია, კრასოვსკი, ჩიხრაძე.
მეორე შეხვედრას „კოლხეთი“ 6 თებერვალს გამართავს, რომელშიც ფოთელების მეტოქე უზბეკეთის ჩემპიონი „ნასაფ ქარში“ იქნება.