ცუკერბერგი ცენზურის წინააღმდეგ – META-ს ახალი პოლიტიკა
მარკ ცუკერბერგი ფაქტების გადამმოწმებელ პროგრამას აჩერებს და მისი კონკურენტის და ტრამპის მთავარი მოკავშირის, ილონ მასკის კუთვნილი ქსელის X-ის მსგავსი სისტემის დანერგვას აანონსებს.
ცვლილებები თავდაპირველად აშშ-ში ამოქმედდება და „მეტას“ მფლობელობაში არსებულ სამივე სოციალურ ქსელს შეეხება. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ფაქტების გადამმოწმებლების პოლიტიკურ მიკერძოებაზე და მზარდ ცენზურაზე ისაუბრა. დროა, დავუბრუნდეთ გამოხატვის თავისუფლების ფესვებს – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. ფაქტების გადამოწმების პოლიტიკის ცვლილება „მეტას“ მფლობელმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე გამოაცხადა.