ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ყოფილ თანამდებობის პირებს, რუსეთის პარტიარქს, კირილსა და მომღერლებს უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვათ

14:57, 22.11.2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ღალატისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველ სიაში 34 ადამიანია შესული.

ჩამონათვალში უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები და დეპუტატები, ხელოვანები, რუსი პოლიტიკური, რელიგიური და კულტურის სფეროს მოღვაწეები არიან. სიაში მყოფ 21 პირს, სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის გარდა, დაუწესდა სანქციები, კერძოდ, აქტივების დაყადაღება, ლიცენზიების გაუქმება და სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა. მათ შორის არიან ყოფილი მმართველი პარტიის, „რეგიონების პარტიის“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ეფრემოვი და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე რენატ კუზმინი.

ჯილდოები ჩამოერთვათ უკრაინის მიერ უკვე სანქცირებულ რვა პირს, მათ შორის ყოფილ დეპუტატს, პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს, განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, დმიტრი ტაბაჩნიკს, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი აზაროვს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ვოქტორ პშონკას და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, კირილს.

„უკრაინის სახალხო არტისტის“ საპატიო წოდება ჩამოერთვათ მომღერლებს ნიკოლაი ბასკოვს, ფილიპ კირკოროვს, ალექსანდრ მალინინს, კომპიზიტორ იგორ კრუტოის. „უკრაინის დამსახურებული არტისტის“ წოდება ჩამოერთვათ მომღერლებს ანი ლორაკსა და ტაისია პოვალის.

მსგავსი