კვირაცხოვლობის ქადაგება

15:30, 12.05.2024

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობასა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვედრობის დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან საზეიმო წირვა ჩატარდა მახათას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით სასულიერო პირებმა მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირას უწოდებენ.

მსგავსი