ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ფხენიანმა მიმდინარე კვირაში მეორე წყალქვეშა დრონი გამოსცადა

12:30, 08.04.2023

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ფხენიანმა მიმდინარე კვირის განმავლობაში მეორე წყალქვეშა დრონი გამოსცადა, რომელსაც ბირთვული ქობინით აღჭურვა შეუძლია.

„თავდაცვის ეროვნულმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ჩრდილოეთ კორეაში წყალქვეშა სტრატეგიული იარაღის სისტემის გამოცდა 4-დან 7 აპრილამდე ჩაატარა“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ტესტის შედეგად წყალქვეშა სტრატეგიული იარაღის სისტემის საიმედოობა და თავდასხმისუნარიანობა დამტკიცდა.

მსგავსი