გიორგი რურუა – ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეუბნებიან, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტები არის საზიანო, მეტი ვის უნდა დავუჯეროთ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვევიდან გამოაცურა რაღაც ჯოკერი

21:32, 08.03.2023

ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვეუბნება, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტები არის საზიანო თქვენთვის, მეტი ვის უნდა დავუჯეროთ, – ამის შესახებ გიორგი რურუამ განაცხადა.

„მეტი ვის უნდა დავუჯეროთ, ესენი დაგვეხმარნენ 2008 წელს, 1992-ში, 1993-ში, შიმშილობის დროს. ყველა გვეუბნება, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, 27-ვე ქვეყანა. ვითომ გაცხადებულად მივდივართ „ქართული ოცნების“ დროს, მაგრამ ეს ხომ ტყუილია. გამოჩნდა, რომ ქვევიდან გამოაცურეს რაღაც ჯოკერი“, – აღნიშნა გიორგი რურუამ.

მსგავსი