ამასთან, შეწყალებულთაგან ექვსი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა.
სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის შვიდი ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.
ამასთან, შეწყალებულთაგან ექვსი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.