27 აგვისტოდან დროებით იზღუდება „სინოფარმის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირება, შეუფერხებლად გაგრძელდება მეორე დოზით ვაქცინაცია

19:09, 26.08.2021

27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა მიმდინარე წლის 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

„შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით. პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოვაკისვაქცინებით“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მსგავსი