დიმიტრი პესკოვი – დონბასში დეესკალაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებზე უარს იტყვის

14:49, 14.04.2021

დონბასში დეესკალაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებზე უარს იტყვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვისთვის დასმულ კითხვაზე, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას მივიდნენ თუ არა ლიდერები ურთიერთგაგებამდე უკრაინის საზღვართან დეესკალაციის აუცილებლობის თაობაზე, მან აღნიშნა, რომ „უკრაინის ტერიტორიაზე დეესკალაცია მხოლოდ შეიარაღებული ქმედებებზე უკრაინის შეირაღებული ძალების უარის შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს“.

მსგავსი