გერმანიაში სარკინიგზო კომპანიამ საკომუნიკაციო სისტემების შეფერხების გამო მატარებლების მოძრაობა შეაჩერა

03:27, 24.06.2026

გერმანულმა სარკინიგზო კომპანიამ, Deutsche Bahn-მა ციფრული სისტემების შეფერხების გამო ქვეყნის მასშტაბით მატარებლების მოძრაობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

კომპანიის ინფორმაციით, შიდა საკომუნიკაციო სისტემები ხარვეზით მუშაობს, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

Deutsche Bahn-ის წარმომადგენლის განცხადებით, ტექნიკური ჯგუფები პრობლემის მოსაგვარებლად „მაქსიმალური დატვირთვით“ მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში აღდგება სრულად სარკინიგზო მიმოსვლა.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მგზავრობისგან ან ალტერნატიული ტრანსპორტი გამოიყენონ, რადგან „მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეფერხებები, დაგვიანებები და რეისების გაუქმება მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

მსგავსი