დიმიტრი პესკოვი - დონბასში დეესკალაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებზე უარს იტყვის
დონბასში დეესკალაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებზე უარს იტყვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვისთვის დასმულ კითხვაზე, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას მივიდნენ თუ არა ლიდერები ურთიერთგაგებამდე უკრაინის საზღვართან დეესკალაციის აუცილებლობის თაობაზე, მან აღნიშნა, რომ „უკრაინის ტერიტორიაზე დეესკალაცია მხოლოდ შეიარაღებული ქმედებებზე უკრაინის შეირაღებული ძალების უარის შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს“.