ლევან იოსელიანი – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო სწორი, რადგან დატოვა სივრცე მოლაპარაკებებისთვის
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი, რადგან დატოვა სივრცე მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა სივრცე ვითარების მოლაპარაკებების გზით განმუხტისთვის.
„ვამბობდით, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებოდათ, მაშინ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა და პროცესები წავიდოდა იმ მიმართულებით, საიდანაც მობრუნება შეიძლება იყოს ძალიან რთული. ამ შედეგით ვარ კმაყოფილი“, – განაცხადა იოსელიამა.
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სათითაოდ განიხილა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადება, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხდომას 90 დეპუტატი ესწრებოდა. საკითხს არც ერთი მომხრე არ ჰყავდა, ხოლო ძირითადად, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.