გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14 022 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 839 ინფიცირებული

09:10, 29.01.2021

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 839 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 55 752 შეადგინა.

შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14 022-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 192 ათასზე მეტი შემთხვევა.

მსგავსი