რუხის საავადმყოფოში 76 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

21:25, 13.10.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 90 პაციენტი მკურნალობს, აქედან 76 კოვიდინფიცირებულია.

ინფიცირებულებს შორის რვა არასრულწლოვანია. ისინი ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ამასთან, კლინიკა დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ რვა პაციენტმა დატოვა.

მსგავსი