ეკატერინბურგში მიმდინარე დიდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის ზებედა რეხვიაშვილი და ონისე ბუღაძე იბრძოლებენ.
დღეს ტურნირში ექვსი ქარვთელი ძიუდოისტი ჩერთო , რომელთაგანაც ოთხი მედლებისთვის ბრძლას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. 81 კილოგრამში პირველი შეხვედრა მოიგო წუთსა და 40 წამში მოიგო თამაზ კირაკოზაშვილმა, რომელმაც, მასპინძეთა ფალავანი – დენის კალინინი დააიპონა.
მერვედფინალში კირაკოზაშვილი რეიტინგის მეორე ნომერ ჰოლანდიელს – ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა და ორწუთნახევარში დამარცხდა.
ამავე წონაში პირველ წრეში დაისვენა ზებედა რეხვიაშვილმა მერვედფინალში კი ბრიტანელ სტიუარტ მაქვაიტს ვაზაარით მოუგო.
მეოთედფინალში ზებედა მომავალ ფინალისტს, იაპონელ – ტაკეში სასაკის დაუპირისპირდა და წმინდად დამარცხდა.
შედეგად რეხვიაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მასპინძელ – მურატ ხაბაჩიროვს საქმე წუთზე ნაკლებ დროში მოუმთავრეა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
მესამე ადგილისთვის შეხედვრაში რეხვიაშვილი, იტალიელ – ანტონიო ესპოზიტოს დაუპირისპირდება. ამ წონით კატეგორიაში იაპონური ფინალი შედგება. როგორც უკვე აღვნიშნეთ რეხვიაშვილის დამმარცხებელი – სასაკი, მისივე თანამემაულეს – სატარო ფუჯივარას შეხვდება.
მძიმე წონაში ნახევარფინალამდე მივიდა – ონისე ბუღაძე, რომელმაც რთული გზა გაიარა. მერვედფინალში მან ბრაზილიელი, ამავე ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული – დავიდ მოურა, არასრულ ორ წუთში ორი ვაზარის შედეგად გამომუშავებული იპონით დაამრცხა.
მეოთხედფინალში, ისევ ორი ვაზარით, ოღონდ ამჯერად სამ წუთსა და 20 წამში რუმინელ – ვლადუტ სიმიონესკუს მოუგო.
ონისეს წარმატებული სვლა ნახევარფინალში შეწყდა, სადაც იაპონელ – ჰიოგა ოტასთან, დამატებით დროში ვაზაარით წააგო.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხევდრაში, ბუღაძე მასპინძელთა ფალავანს – ტამერლან ბაშაევს შეხევდება.
სწორედ ბაშაევმა გამოთიშა ასპარეზობას, ტურნირის ერთერთი მთავარი ფავორიტი – გურამ თუშიშვილი. რეიტინგის მეორე ნომერმა ქართველმა, პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში კი მეთორმეტე წამზე ვაზაარით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და საფინალო სირენამდე 45 წამით ადრე დამარცხდა.
მძიმეწონოსანთა ფინალში ერთმანეთს , იაპონელი – ჰიოგა ოტა და ტიტულოვანი ჰოლანდიელი – ჰენკ გროლი შეხვდებიან.
დღესვე -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრები დათმეს დავით ოზბეთალაშვილმა და ონისე სანებლიძემ. ორივე მათგანი შეჯიბრში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო. ოზბეთელაშვილს მეტოქედ ბრაზილიელი – რაფაელ ბუზაჩარინი ერგო, რომელთანაც ორი ვაზარის შედეგად დამარცხდა.
რაც შეეხება სანებლიძეს, მან გამოცდილ ფრანგ – ალექსანდრე იდირთან 36 წამში წააგო.
ამ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს, ბელგიელი – ტომა ნიკიფოროვი და რუსი – ნიაზ ილიასოვი დაუპირისპირდებიან.
დღესვე ფინალისტები გამოვლინდენ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ წონაში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს სერბი – ალექსანდარ კუკოლჯი და ბელორუსი – იაჰორ ვარაპაიევუ შეხვდებიან.