რომელ წელს გახდა საქართველოს ნაკრები ფიბა-ს წევრი?
1991 წელს დაარსდა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ხოლო 1992-ში ფიბა-ს ოფიციალური წევრები გავხდით
რომელ გუნდთან გვქონდა პირველი საერთაშორისო მატჩი?
პირველი საერთაშორისო მატჩი 1995 წლის 24 მაისს პოლონეთის ნაკრებთან გვქონდა, მაშინ ჩვენი ნაკრები 91:68 დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა რომელ წელს ითამაშა პირველად ევრობასკეტზე?
სადებიუტო ევრობასკეტზე, 2011 წელს, საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა.
რომელ კალათბურთელს აქვს ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი?
217 მატჩით გიორგი ცინცაძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია
ვინ იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2008-2015 წლებში?
იგორ კოკოშკოვმა ამ პერიოდში ნაკრები სამ ევრობასკეტზე გაიყვანა.
პირველი ამერიკელი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ითამაშა
პირველი ამერიკელი შემონდ უილიამსი იყო. შემონდთან ერთად 2004 წელს, საქართველომ სან ჯორჯოს საერთაშორისო ტურნირზე რუსეთს 87:71 სენსაციურად მოუგო.
რომელ გუნდს მოუგო საქართველოს ნაკრებმა ყველაზე დიდი სხვაობით?
2001 წლის 2 სექტემბერს აზერბაიჯანის ნაკრები 103:43 დავამარცხეთ. ეს იყო ისტორიაში საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩი.
მოქმედი ქართველი კალათბურთელებიდან რომელს აქვს ჩაგდებული ევრობასკეტებზე ყველაზე მეტი ქულა?
თორნიკე შენგელიას ევროპის ჩემპიონატებზე 257 ქულა აქვს.
მსოფლიო ჩემპიონატზე რომელმა კალათბურთელმა ჩააგდო პირველი ქულები საქართველოს ნაკრების მაისურით?
გიორგი შერმადინმა რატი ანდრონიკაშვილის პასით.
2025 წელს მერამდენედ ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე?
ზედიზედ მეექვსედ


