ზვიადაურის განცხადება

ზურაბ ზვიადაური საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა დღევანდელ ბრიფინგზე დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა და ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა. ზვიადაური თვლის, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემების გამო მედლის მოპოვება ერთ-ერთმა საუკეთესო ნაკრებმა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, ქართველი ძიუდოისტები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნდნენ. გუნდის სამწვრთნელო შტაბი კი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ზვიადაურის განცხადებას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა.