ზვიად რატიანის საქმეზე EMC-ის სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

EMC -ი ზვიად რატიანის საქმის გამოძიების გაჭიანურებაზე საუბრობს და სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, გამოძიება ოთხ თვეზე მეტია მიმდინარეობს. საქმეში რატიანს ამ დრომდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი და ასევე, ამ დრომდე არ დამდგარა საქმეში მონაწილე არცერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი.

ზვიად რატიანის და იურისტების განცხადებით, არსებული გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს ნების არსებობას, რომ საქმეზე ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება.