მწერლების მოთხოვნა

ორი განცხადებით მიმართა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს მწერლების ნაწილმა. დოკუმენტები მათ მაუწყებლის კანცელარიაში შეიტანეს. აქედან ერთი დოკუმენტი არის მიმართვა მაუწყებლის სამერვეო საბჭოს სახელზე, რომელიც პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი მასალის გაშუქებაზე ღია სხდომის ჩატარებას ეხება. მეორე დოკუმენტი კი არის თავად პოეტ ზვიად რატიანის სარჩელი მაუწყებლის გენერალური დირექტორის სახელზე. სარჩელი რატიანის უფლებების დარღვევას ეხება. დოკუმენტების წარდგენის შემდეგ პოეტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფთან სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვეს.

დატოვე კომენტარი