ზვიად რატიანის საქმე

18:12, 26.12.2017

პოლიციის მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებს მიმართავს და მოითხოვს გამოძიების პროცესში რატიანის ჩართულობის მიზნით მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში და პოლიციის განაყოფებში დაიგეგმოს სისტემური რეფორმა. პარლამენტში კი შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც მსგავსი შემთხვევების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის კომპეტენცია ექნება. თავად რატიანმა დღეს დაკავებოს დღეს არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ გაიხსენა. ფაქტს ეხმაურება მთავარი პროკურორის მოადგილეც.

მსგავსი