ზვიად რატიანის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება

18:05, 24.12.2017

ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ის რამდენიმე საათის წინ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პოლიციელს, რომელიც საქმესთან არის კავშირში, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

ზვიად რატიანი სამართალდამცველებს ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მომხდარს უკვე სწავლობს გენერალური ინსპექცია. ამ წუთებში კი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რატიანის მხარდასაჭერად მისი კოლეგები იკრიბებიან.

მსგავსი