ზვიად კვაჭანტირაძის განცხადება

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, ზვიად კვაჭანტირაძეა.

დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობაში დარჩენის, ან წასვლის თაობაზე განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს. კვაჭანტირაძის თქმით, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები მისთვის ძალიან საწყენია.