ზვიად კვაჭანტირაძის გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა.

საკუთარი გადაწყვეტილება დღეს დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ გაახმოვანა. როგორც დეპუტატი ამბობს, ის უერთდება საკუთარი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელმაც უმრავლესობა დატოვა. კვაჭანტირაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მან სასამართლოს საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო მიიღო. დეპუტატის თქმით, უმრავლესობის დატოვებაზე ის რამდენიმე თვის წინ ესაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.