„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ახალგაზრდებს აფრთხილებს. თბილისის საკრებულოს დეპუტატი მოქალაქეებს მოუწოდებს ყველაფრისთვის მზად იყვნენ. „ფეისბუქ“-პოსტში ვკითხულობთ: „სალომე ზურაბიშვილი ამ გზაზე თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება არ გახდეს, ახალგაზრდებო. არ დაუშვათ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც დღეს „პროცესების ლიდერია“ 30 დეკემბერს პროცესების გულშემატკივარი გახდეს. ამიტომ, ყოველთვის ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუ გვინდა გამარჯვება და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – წერს ზვიად კუპრავა.