„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული ლევან ცუცქირიძე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. მოსამართლემ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე უნდა იმსჯელოს. ისინი გენერალურ პროკურატურასთან აიყვანეს, სადაც კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად, უწყების შენობასთან, აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. მან პროკურატურის ეზოში სპორტული ფეხსაცმელი გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.