ზვიად კუპრავას ცემის საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, კუპრავას კონფლიქტი მეზობელთან ჰქონდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კუპრავამ აცნობა, რომ მეზობელმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ავტომანქანა დაუზიანა. საპატრულო პოლიციის და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ზვიად კუპრავამ თავდაპირველად დახმარებაზე უარი განუცხადა. მან, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. ინციდენტის დროს დაშვდა კუპრავას მეუღლეც.