ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს

ზვიად კუპრავას ბრალი დაუმძიმდა.

საქმე საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

გამოძიება კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კუპრავას ჯარიმა ან ერთიდან ორ წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოთი ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალი ბრალი მას ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გააცნეს. თავად ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალდება სასაცილოა.

დატოვე კომენტარი