შიმშილობის მე-13 დღეს, ზვიად გამსახურდიას შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა.
პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ შალვა თადუმაძე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას თანხმდება, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.