ზვიად გამსახურდიას შვილების მოთხოვნა

15:03, 23.12.2018

პირველი პრეზიდენტის საქმის დროული და სრულყოფილი გამოძიების მოთხოვნით, შიმშილობას განაგრძობენ ზვიად გამსახურდიას შვილები. პროტესტის გამოსახატად და მოთხოვნების გასახმოვანებლად, ისინი ისევ პროკურატურის შენობაში იმყოფებიან.

გამსახურდიას ოჯახი კიდევ ერთ მოთხოვნას აყენებს და საქმის პროკურორად, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ ისინი მთავარ პროკურორს ხვალ წერილობით აცნობებენ.

მსგავსი