ზვიად გამსახურდიას საქმე

პროკურატურასთან შიმშილობის მე-6 დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართავენ.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის უშედეგო გამოძიებაში პასუხისმგებელ პირებს დაადგენს. ასევე ისინი საკანონმდებლო ნორმის ცვლილებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მეთაურების და მაღალი თანამდებობის პირების საქმეებზე ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა უნდა გაუქმდეს და უვადოთი შეიცვალოს.