ზვიად გამსახურდიას საქმე

13-დღიანი შიმშილობის შემდეგ პირველი პრეზიდენტის შვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

ზვიად გამსახურდიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმეს საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს.

გამომძიებლებთან ერთად პროცესში ჩართულები იქნებიან უცხოელი ექსპერტები და გარდაცვლილის შვილებიც.

დეტალები ცოტნე გამსახურდიას პირადად გააცნო მთავარმა პროკურორმა, რომელიც პროკურატურის ბაზაზე შექმნილ ჯგუფს უხელმძღვანელებს.

პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურებოდა, რის შემდეგაც საქმე დაიხურებოდა, თუმცა პარლამენტის მიერ დღეს მიღებული ცვლილებებით ვადა ხუთი წლის გახანგრძლივდა.