ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი

22:06, 31.03.2026

ზვიად გამსახურდიას 87-ე დაბადების დღეს მისი მოღვაწეობა და დამსახურებები გაიხსენეს ზუგდიდში.

დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე სამკითხველო, საგამოფენო და სამუზეუმო დარბაზებით, მედიათეკით და სარესტავრაციო ლაბორატორიებით. საპრეზიდენტო ცენტრში დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ლექცია მოისმინეს.

ახლად გახსნილ საპრეზიდენტო ცენტრში გამოფენაც მოეწყო, ექსპოზიციაზე მე-20-ე საუკუნის ქართული ფერწერის ნიმუშები იყო წარმოდგენილი, ნამუშევრები სიმბოლურად, სწორედ   დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სულისკვეთებას გადმოსცემს.

გახსნის ცერემონიას კულტურისა და თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.

მსგავსი