ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დღე

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა.

გამსახურდიას ხსოვნას დღეს პატივი სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიაგეს და პირველი პრეზიდენტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ასევე ზვიად გამსახურდიას ძეგლები შეამკეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სოფელ დარჩელში.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. ის 1973-1990 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, 1991-1992 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტი.

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 3 წლის წინ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და გამოძიება ამ მიმართულებით მიმდინარეობს.