ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა. მის ხსოვნას დღეს პატივი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიაგო და გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შეამკო. ზვიად გამსახურდია გაიხსენეს მისმა თანამებრძოლებმაც.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.