ზვიად გამსახურდიას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა

18:18, 31.03.2025
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და 1991 წლის 31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 34 წლისთავი აღნიშნეს დღეს ზუგდიდში.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა, ყვავილებით შეამკეს პირველი პრეზიდენტის ბიუსტი. ქალაქი მორთულია საქართველოს სახელწიფო და სამფეროვანი დროშებით. აღმართულია პილონები, სადაც 31 მარტის რეფერენდუმისა და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ინფორმაციებია დატანილი.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

მსგავსი