ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 31 მარტს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად, სპეციალურმა კომისიამ განიხილა.

ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტა ახალ მარკას გამოსცემს.

უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა.

ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები და წიგნები იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ გამოფენაზე. ასევე ზუგდიდში იგეგემება ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელსაც ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება.