ზვიად დევდარიანი პატივისა და ღირსების აღსადგენად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი დირექტორი, რომელიც ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ზვიად დევდარიანმა, მის მიმართ წარმოთქმული ბრალდების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა. სპეციალურ პრესკონფერნციაზე, სიდა-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ადვოკატთან ერთად განმარტა, რომ სექსუალური შევიწროვების ბრალდების გამო, სარჩელების შეტანას გეგმავს.  მისივე მტკიცებით, რეპუტაციის შელახვა კონკრეტული ადამინების კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებოდა.