ზვავის მართვის ახალი სისტემა

ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სტიქიურ მოვლენასთან საბრძოლველად სპეციალური ჯგუფების მომზადება იწყება.

მომავალში ზვავების ხელოვნურად დაშლა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი, რაც სამთო კურორტებზე ზვავის ჩამოწოლის რისკებს და სიკვდილიანობის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს. შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად ქართველ სამთო მეზვავეებს ფრანგული კომპანია საერთაშორისო სტანდარტებით გადაამზადებს.

ნახეთ „მოამბის“ რეპორტაჟი გუდაურიდან, სადაც თოვლის მასა დისტანციურად დაშალეს.