მესტიაში, გაზაფხულის მეორე თვის მოახლოების მიუხედავად, სრიალის მოყვარულთათვის იდეალური მეტეოროლოგიური პირობებია შექმნილი. თოვლით დაფარულ მთებზე სათხილამურო სპორტის მოყვარულები ამჯერად „ზურულდის თასმა“ გააერთიანა. ამ ტურნირით ჰაწვალის კურორტზე სეზონი დაიხურა, მოთხილამურეებმა კი თეთნულდის ტრასებზე გადაინაცვლეს. ზურულდის თასი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით უკვე მეოთხედ ჩატარდა, მისი მიზანი კი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა.
ნათია ქენქაძისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები