ზურაბიშვილმა ჟურნალისტთა ნაწილი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, სხვადასხვა მედიის საშუალების წარმომადგენლები გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის სამოქალაქო მედლით დაჯილდოვდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა დღესვე ადამიანის უფლებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ეს ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი წერილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნა და მოითხოვა, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა საქართველოში მონიტორინგის მისია გამოგზავნოს, რათა სასამართლო პროცესებს დააკვირდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების ნაწილი დააჯილდოვა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდოვდებიან: ჯონი ბაკურიძე, სერგი ბარამიძე, ნუცა ბახუტაშვილი, დავით ბერაძე, დავით ბიჭიკაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ნიკა ბუჩაშვილი, მინდია გაბაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, რუსუდან დუმბაძე, აკაკი ზარქუა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მალხაზ კანდელაკი, დავით კობიძე, ნიკოლოზ კოკაია, ანა ლომთაძე-მდივანი, მარიამ მაკასარაშვილი, დეა მამისეიშვილი, მიხეილ მარტიაშვილი, მირიან მელაძე, გივი მჭედლიშვილი, მარიამ ნიკურაძე, გურამ როგავა, დავით ქაშიაშვილი, ნანა ქაჯაია, ალექსანდრე ქეშელაშვილი, გენადი ქვაჩახია, ბექა ყორშია, გიორგი შეწირული, მაკა ჩიხლაძე, ქეთევან ციცქიშვილი, პავლე ხაჩიძე, ირინა ყურუა, ბესარიონ გაფრინდაშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერ აჯილდოებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს მათი ეთიკის წესებიდან გამომდინარე. დაჯილდოებამდე სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მედია არის ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ, რაც ხდება.