ზურაბიშვილისა და ოპოზიციის უერთიერთობა - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალება და გაერთიანების იდეის უარყოფა – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთა გამო „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს უკვე რამდენიმე დღეა მკაცრად აკრიტიკებს. ამ კრიტიკას კი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილს, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე საუბარი არ სურს, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის გადარჩენისთვის გადამწყვეტ ინსტრუმენტს უწოდებენ და ამბობენ, რომ თანამშრომლობის სივრცე ისევ არსებობს. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ოპოზიციის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციური პარტიები ახლა სალომე ზურაბიშვილის მოშორებას ცდილობენ, თუმცა ჯერ უცხოეთიდან შესაბამის ინსტრუქციას ელოდებიან.