ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები 
სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის საკოორდინაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება. გუშინდელი აუდიენციის ფარგლებში, საგარეო მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე იმსჯელეს, რომელსაც, ოპოზიციის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაიწყებს.
ოპოზიციური პარტიები არაღიარების პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობაზე, საერთაშორისო ვიზიტების მნიშვნელობაზე, მეტ კოორდინაციასა და პროტესტის უწყვეტობაზე საუბრობენ. ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.