ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები - გამოხმაურება

შეიქმნება თუ არა და ვინ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ წინააღმდეგობის პლატფორმაში? – დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გუშინ რუსთველის გამზირზე აქციაზე გამოვიდა. მისი განმარტებით, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს – ახალი არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა და როგორია პოზიციები პოლიტიკურ სპექტრში – სალომე ქოქიაშვილის ჩართვა.