ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მისი ეს მოწოდება პოლიტიკური შეფასების თემაა. ოპოზიციური სპექტრი „ქართული ოცნებისგან“ პასუხს დღის ბოლომდე ელოდება, რადგან ერთადერთი გამოსავალი, მათი თქმით, ხელახალი არჩევნებია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავენ და მზად არიან დისკუსიისთვის – თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ მომავალი არჩევნების დრო უკვე ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო კი 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გუშინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ მივიდეს ორბელიანების სასახლეში და ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმდნენ და თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა გამოცხადდეს. შეხვედრისკენ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ.