„შეხვედრა დემოკრატიისთვის“ პარიზში ამ სახელწოდების ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი. მისი განცხადებით, ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. მისი განმარტებით, ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ტოტალიტარიზმის გზაზე დასაცავია დემოკრატია, რისთვისაც საჭიროა ევროპული, პოლიტიკური და მორალური გადაიარაღება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ყველამ ერთად მიიღოს გადაწყვეტილება. ხოლო თუ საჭიროა, სამხედრო გადაიარაღების გზაზე საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის, საფრანგეთი წინა ხაზზეა როგორც მაგალითი, რადგან საფრანგეთი თავისუფლების სამშობლოა. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.