ზურაბიშვილის გამოსვლა ჩეხეთის სენატში

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატის წინაშე სიტყვით გამოვიდა, სადაც 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაახშო, მაგრამ ამ ტრაგედიამ საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ზურაბიშვილმა ყურადღება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა, სადაც მისი თქმით, ხელისუფლება რეპრესიული კანონებით ანგრევს დემოკრატიას. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევა არ არის მხოლოდ ქართული კრიზისი, არამედ ევროპული გამოწვევაა – გამოწვევა ლიბერალური დემოკრატიისთვის და რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია, რომლის გამოცდაც საქართველოში ხდება, შეიძლება შემდგომში სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გამოიყენონ.