სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმა 
როგორია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები – როგორც მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი პოზიციები. თუმცა, მისივე თქმით, დასაკარგი დრო არ არის და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
პარალელურად, ოპოზიცია დღევანდელი დღის, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და რუსთველის გამზირზე დღეს დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც როგორც ცნობილია, მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმაც უნდა მიმართოს. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის არის განწირული.