ზურაბიშვილის 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი

კვლავ განხილვის თემაა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა 26 მაისთან დაკავშირებით. ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები და წინააღმდეგობის პლატფორმის წევრები ერთიანდებიან. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კომიტეტი მნიშვნელოვან და საინტერესო დღეს გაუწევს ორგანიზებას. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის გეგმები დესტრუქციას ემსახურება.