ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ანტონიუ კოშტამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისთვის ბრძოლაში.
„მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.